Friday, April 29, 2011

ნიკო ლორთქიფანიძე ნიკო ლორთქიფანიძეზე...


ნიკო ლორთქიფანიძე

დაბადების თარიღი9 აპრილი 1990
ზოდიაქოვერძი
წელიცხენი
თმის ფერიშავი
თვალის ფერიშავი
სიმაღლე1.76 სმ
გონებანათელი
საყვარელი ფერითეთრი
საყვარელი კერძილობიო
საყვარელი სასმელიკონიაკი
საყვარელი წელიწადის დროგვიანი ზაფხული, ადრეული შემოდგომა

დავიბადე თბილისში. საბავშვო ბაღის დამთავრების შემდეგ დავიწყე სწავლა სენტ-ეგზიუპერის სახელობის ქართულ-ფრანგულ კოლეჯში, რომელიც დავამთავრე 2007 წელს. შესაბამისად, თავისუფლად ვსაუბრობ ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე. მშობლიური ენა - ქართული. ბოლო დროს დავიწყე ესპანური ენის სწავლა. 2007 წელს ჩავაბარე კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლაში. ამჟამად ვარ მე-4 კურსზე.

მიყვარს მუსიკა, ბავშვობიდან ვუსმენ კლასიკურ მუსიკას და ყოველ დილაას ვიღვიძებ ჩაიკოვსკის პირველი კონცერტით ფორტეპიანოსთვის. 13 წლისამ ვიყიდე პირველი CD player-ი. ძალიან მალევე მივხვდი, რომ მარტო CD player-ის საკმარისი არ იყო და მას სჭირდებოდა დისკები. მაღაზიაში შესვლისთანავე თვალსი მომხვდა Beateles-ის დისკი. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყვნენ და რა იყო, მაგრამ მომეწონა დისკის გარეკანი. მას შემდეგ ვარ ბიტლომანი.

ძალიან მიყვარს კინო, განსაკუთრებით ძველი ფილმები. საყვარელი რეჟისორებია სტენლი კუბრიკი და ეტორე სკოლა. საყვარელი ფილმი „ქალი და მამაკაცი“. იშვიათია ისეთი დღე, რომ ორი ფილმი მაინც არ ვნახო.

ბავშვობიდან მიტაცებს თხილამურები. წელიწადში ორჯერ დავდიოდი გუდაურის სათხილამურო სპორტსკოლაში. ძალიან მიყვარს ბილიარდის თამაში. კვირაში დაახლოვებით 3-ჯერ დავდივარ მეგობრებთან ერთად საბილარდოში („რიო“-ში).

მიტაცებს კულინარია. შემიძლია მოვამზადო ბიფშტექსი, კარგი აჯაფსანდალი (ცუდიც არსებობს და იმიტომ), სხვადასხვა სოუსები სპაგეტისა და სხვა კერძებისათვის (პომიდვრით და ნივრით). მიყვარს გვიანი სადილები.
სირბილი არ მიყვარს მაგრამ თუ საჭიროა შემიძლია გავირბინო კიდეც.
სიმღერა არ ვიცი მაგრამ კარგი მსმენელი ვარ რაც როგორც ამბობენ ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც კარგი მომღერალი.
ძალიან მაინტერესებს „კრეატიული რეკლამა“ და მასზე მუშაობა, რადგან იგიიდეების რეალიზების საშუალებას იძლევა. დიდი სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს, ალბათ უფრო სატირულს.

No comments:

Post a Comment