ბექა ჭანკვეტაძე
დავიბადე 1988 წლის 31 ივლისს, თბილისში, ვერაზე, დავამთვარე 51-ე საჯარო სკოლა, და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 4 წელი ვსწავლობდი მანდ, და ეხლა ვსწავლობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მყავს შვილი 10 თვის ბარბარე, ვცხოვრობ დედასთან, მამასთან და ჩემს ორ ძმასთან ერთად.
16 წლიდან მაქვს ჩემი საკუთარი ბიზნესი, ამჯამად ვარ ამერიკული კომპანიის მმართველი, და ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი,
ვთანამშრომლობ უცხოელ ინვესტორებთან და ვგეგმავთ და ვანხორცილებთ სხვადასხვა ბიზნეს პროექტებს, ეხლა ვგეგმავთ ბათუმში 400 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გოლფის მოედნით. ჯერ არ ვიცი ზუსტად გამოვა თუ არა!
ვარ ძალიან დაკავებული ვმუშაობ ყოველდღე შაბათ კვირის ჩათვლით, დილის 10 საათიდან ღამის 11 ან 12 საათამდე.
გასართობათ ძირითადათ ღამეს ვიყენებ, და აგვისტოს,
ერთადერთი ჰობი მაქვს ნადირობა, ძალიან მიყვარს.
მქონდა ერთადერთი მიზანი: რომ მქონდეს ძალიან ბევრი ფული, თუმცა ბევრი რამდენია არ ვიცი მიზნის მასაღწევად ვშრომობ ძალიან ბევრს, ჩემი საქმეა ბიზნესის კეთება, და მე ეს ძალიან მსიამოვნებს, ისევე როგორც მხატვარს ხატვა. მაგალითად მხატვარს ხატვა ძალიან სიამოვნებს და მას შეუძლია ღამეები ათენოს ამაში და თან მიიღოს სიამოვნება, აი ესე ვგრძნობ მე ჩემს თავს ბიზნესში.:)
ერთი მიზანი კიდევ დამემატა რომ გავიმარჯვო ბიზნეს რელითი შოუში.:)
No comments:
Post a Comment