Friday, April 29, 2011

გვანცა კაპანაძე


გვანცა კაპანაძე, 27 წლის.
დაიბადა და ცხოვრობს თბილისში, ამჟამად,
მეუღლესთან და შვილებთან 7 წლის ლუკასა და 5 წლის თინათინთან ერთად.

მუშაობს შემოსავლების სამსახურში, აუდიტის დეპარტამენტში.

თავისუფალ დროს ატარებს შვილებთან და მეგობრებთან ერთად. ამეცადინებს ბავშვებს, ეთამაშება ფეხბურთს, დაყავს მათ საყვარელ ადგილებში, მაკდონალდსში და ბომბორას პარკში, უყურებენ ერთად ანიმაციურ ფილმებს.
მეგობრებთან ერთად დადის ქალაქგარეთ.

ჰობი
კემპინგი, კულინარია, მუსიკა, კითხვა, ხატვა, ცურვა.

ინტერესის სფერო
პოლიტიკა და ბიზნესი, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

„მსურს არა მარტო ჩემი და ჩემი ოჯახის არამედ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობაშიც შევიტანო წვლილი. ჩემი სამუშაო ნაწილობრივ ემსახურება ჩემს მიზანს, რადგან ვთვლი, რომ წარმატებული ქვეყნის შემადგენელი ნაწილი არის გამარათული და მოწესრიგებული საგადასახადო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას.

მიყვარს მთა, ზღვა, მზე, ბავშვები, ცხოველები.
არ მიყვარს
ერთფეროვნება, რუტინული სამუშაოს შესრულება. პესიმისტი ადამიანები.“

No comments:

Post a Comment