Friday, April 29, 2011

ირი ნაცვლიშვილი




დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ .თბილისში, პლეხანოვზე.

ოჯახში ვართ ოთხნი: მე, ჩემი და(ტყუპისცალი), დედაჩემი და მამაჩემი.
ჩემი და აბსოლუტურად განსხვავდება ჩემგან, ქერა დაიბადა და ჩუმია ჩემთან შედარებით. :) თუმცა ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ და ის ჩემი უსააააააყვარლესი ადამიანია დედამიწის ზურგზე.
არ მჯერა ტელეპატიური ტყუპების და ყოველთვის მაღიზიანებს კითხვარატომ არ ვხდები ავად, როცა ჩემი და ავადაა ან პირიქით. :)
ერთად ვსწავლობდით საშუალო სკოლაშიც და უმაღლეს სასწავლებელშიც, საბაკალავრო პროგრამაზე.
ყველა აღნიშნავდა, რომ ვიყავით გამორჩეულად მხიარულები და კომუნიკაბელურები. უმაღლესი სასწავლებლიდან დღესაც ბევრი მეგობარი შემოგვრჩა.
საშუალო სკოლა დავამთავრე ფიზიკამათემატიკური მიმართულებით, .რაზმაძის სახელობის გიმნაზიაში.
სკოლის პარალელურად ვსწავლობდი სამხატვრო ათწლედში და მუსიკალურ სასწავლებელში. მუსიკაზე ჩემი დის ხათრით მიწევდა სიარული, ჩემ დას კიდე ჩემი ხათრით უწევდა სიარული ხატვაზე.
მე და ჩემი და ვმუშაობთ სტუდენტობის პერიოდიდან. თავდაპირველად მოხალისედ ვმუშაობდით სტუდენტურ საერთაშორისო ორგანიზაციაში, შემდეგ გავიარე ტესტირება და მოვხვდი თიბისი ბანკის საკრედიტო ჯგუფში, საკრედიტო ლიმიტების მომსახურე მენეჯერად.
დღესდღეობით ვმუშაობ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, საკონსულტაციო ცენტრის ოფიცრის ტანამდებობაზე.

სამსახური გარდა თვისუფალ დროს ვატარებ მეგობრებთან ერთად. ჩემი სამეგობრო ძალინ მხიარული ადამინებისაგან შედგება და თითოეული მათგანი დიდ სტიმულს მაძლევს ცხოვრებაში. ამ პროექტში მოსახვედრადაც მათი თანადგომა იყო გადამწყვეტი. სწორედ ჩემმა დაქალმა მირჩია მონაწილეობა მიმეღო თქვენს პროექტში და დღეს ის ისეთი ამაყია, მე თვითონ მიკვირს. :)

გასაუბრებანდე ერთი კვირით ადრე მოვყევი ავარიაში, დავამტვრიე ჩემი მანქანა და ფორსმაჟორულ სიტუაციაში, აირბაგისგან დალურჯებული სახით გესტუმრეთ პირველ ტურზე. :) ალბათ დიიდ წარუმატებლობის მერე ყოველთვის მოდის წარმატების რაღაც ეტაპი. :)

ყველაზე მეტად მიტაცებს საინტერესო ხალხთან ურთიერთობა და ხატვა. ორივე დამაინტრიგებელია. ხატვის დროს, თითქმის არასოდეს ვიცი რას დავხატავ, უბრალოდ საბოლოო ჯამში მე თვითონ ვხვდები რა ხასიათზე ვიყავი, ეს ეტყობა ხოლმე დახატული პერსონაჟების მიმიკებს.
ძალიან მიყვარს ლაშქრობა. :) თითქმის ყოველ წელიწადს ჩემს მეგობრებთან ერთად დავდივარ სალაშქროდ.
მიყვარს აქსესუარები, თვითონაც ვაკეთებდი საყურეებს, თიხის მძივებს და თმის სამაგრებს. :)))



ვერთობი მეგობრებთან. თითქმის მთელი კვირა ველოდები მათთან შეხვედრას. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყოთ, ერთად რომ ვიკრიბებით იქ იწყება მხიარულება. ერთმანეთს ვუყვებით კვირის მანძილზე მომხდარ სიტუაციებს და თუნდაც ცუდი იყოს გადახდენილი ისტორია, ყოველთვის ერთი ან ორი რეპლიკით ვცდილობთ ის კარგი კუთხით დამახსოვრებადი გავხადოთ.

მეგობრები თვლიან, რომ ამ პროექტისთვის შესაფერისი ვარ. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სანამ CV-ის გამოგზავნას გადავწყვეტდი ერთი კვირა ვფიქრობდი. მიყვარს პოპულარული ხალხი, მაგრამ ვერ გადავწყვიტე რამდენად მინდოდა პოპულარობა თავად. :)) ამიტომაც დამჭირდა ფიქრისთვის დრო.

ახლა არაფერს არ ვნანობ! პირიქით, ძალიან მიხარია რომ ეს პროექტი არსებობს, გამიმართლა და მისი მონაწილე გავხდი.

ყველა დიდი ინტერესით ელოდება და მათ შორის მეც, როგორ განვითარდება მოვლენები. პირადად მე, ძალიან მაინტერესებს გამოვცადო საკუთარი თავი რეალითი შოუს გარემოში, დავამტკიცო, რომ ნამდვილად შემიძლია ვიყო წარმატებული.

თქვენც გისურვებთ წარმატებებს!
ირი (და არა ირინააააძაააააალიან გთხოვთ :) )

1 comment:

  1. chemi lamazi da chemi chkviani momenatre IRI :*:*:*:*

    ReplyDelete